საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს პირველი ონლაინ შეხვედრა

2021 წლის 2 აპრილს ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს პირველი ონლაინ შეხვედრა. სხდომას ხელმძღვანელობდა  თსუ-ის რექტორი პროფესორი გიორგი შარვაშიძე.

შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო გეგმები და კოლაბორაციული აქტივობები სასწავლო და კვლევითი მიმართულებით. ასევე, დაიგეგმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება თბილისში მომდევნო წელს მათი მონაწილეობით.

 

მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო მედიცინის ფაკულტეტზე 2020 წელს შეიქმნა, რომელიც წარმოადგენს მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანი სამედიცინო ექსპერტების ნებაყოფლობით საკრებულოს. საბჭოს წევრები გამოთქვამენ თსუ მედიცინის ფაკულტეტთან თანამშრომლობის სურვილს - მედიცინის საგანმანათლებლო, კვლევით და პრაქტიკულ სფეროებში. მრჩეველთა საბჭო ხელს უწყობს ფაკულტეტზე კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლებას -  კონსულტაციების, საექსპერტო საქმიანობის, ლექციების და ფორუმების ორგანიზების, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

 

თარიღი: 03/04/2021